დღეს, 28 მარტს, ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილს 49 წელი შეუსრულდა. ნინო ანანიაშვილი 1963 წლის 28 მარტს დაიბადა.
ანანიაშვილმა ბალეტის შესწავლა თბილისში, 10 წლის ასაკიდან დაიწყო. 1977 წელს მოსკოვში გააგრძელა მეცადინეობა რაისა სტრუჩკოვასთან. 1980 წელს მისი სცენური დებიუტი შედგა სასკოლო დადგმაში. 1981 წლიდან დიდ თეატრშია სოლოისტად და მოგვიანებით პრიმაბალერინა ხდება. ნინო ანანიაშვილი და ანდრის ლიეპა პირველი საბჭოთა მოცეკვავეები იყვნენ, რომლებსაც საშუალება მიეცათ, ნიუ-იორკ-სიტი ბალეტში გამოსულიყვნენ 1988 წელს. 1993 წელს იგი ამერიკის საბალეტო თეატრის მთავარი მოცეკვავე ხდება, ხოლო 1999 წლიდან იგი ჰიუსტონის ბალეტს უერთდება იმავე რანგში.
2004 წლიდან, პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევით, ანანიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ხელმძღვანელობს.