28, 29 და 30 მარტს ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნულ ცენტრში თა¬ნა¬მედ-რო¬ვე პრო¬ფე¬სი¬უ¬ლი მუ¬სი¬კის ფეს¬ტი¬ვა¬ლი - "კონ¬ტ¬რა¬პუნ¬ქ¬ტი" გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში შესრულდება მიხეილ შუღლიაშვილისა და დიორდ ლიგეტის ნაწარმოებები, გაიმართება დოკუმენტური ფილმების ჩვენება და ლექცია კომპოზიტორთა შემოქმედებაზე.
მონაწილეობენ ირაკლი ავალიანი, მედეა ალთუნაშვილი, რევაზ თავაძე, ნინო კასრაძე, თამარ კორძაია, ნინო ჟვანია (ფორტეპიანო), მარიანა ასრიევა, თამარ ბულია, ნინო შამუგია, გიორგი ხაინდრავა (ვიოლინო), გიორგი ცაგარელი, ირაკლი ჯაფარიძე (ალტი), გიორგი ხელაია, გიორგი ჯორჯაძე (ჩელო), იულიან ბელი (დასარტყამი ინსტრუმენტები). საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და საგუნდო კაპელა. დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი.ქორმაისტერი - არჩილ უშვერიძე.
ფესტივალის ფარგლებში ცენტრის საგამოფენო სივრცეში გაიმართება გია გოგატიშვილის ფოტოგამოფენა.