სეპარატისტული აფხაზეთის 35-ადგილიან ე.წ. პარლამენტში 33 დეპუტატია არჩეული. ე.წ. პარლამენტო არჩევნების ე.წ. მეორე ტური გუშინ გაიმართა. სეპარატისტები ე.წ. პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას 10 აპრილს გეგმავენ.
დეპუტატთა ვინაობა ვერ გამინაზღვრა ორ თითომანდატიან ოლქში: სოხუმის # 1 ოლქში ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობის გამო განმეორებითი არჩევნები შაბათს, 6 მაისს გაიმართება. მეორე დეპუტატის ვერარჩევის მიზეზი კი გახდა ის, რომ 21-ე ოლქში გასულმა ორივე ე.წ. კანდიდატმა, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს, არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 27 მარტს უნდა გამოიტანოს.