საპარლამენტო ურმავლესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ, დოპლომატიური კორპუსისადმი თხოვნას, საპარლამენტო არჩევნებში დახმარების აღმოჩენის შესახებ, უკომენტაროდ ტოვებს. საკითხის კომენტირებისას აკაკი მინაშვილმა მხოლოდ არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მე მგონი ძალიან ზედმეტს ფიქრობენ პოლიტოლოგები, ცალსახაა, რომ ოქტომბერი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვეა, რადგან საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ეს არჩევნები ერთ-ერთი ყველა გამჭრვირვალე, ყველაზე სამართლიანი იქნება და ამას ქართული საზოგადოება საკუთარი თვალით დაინახავს. ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება დავასრულე", - აღნიშნა დეპუტატმა, იმასტან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებით პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადებები.
ილია მეორემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საპარლამენტო არჩევნებში დახმარებას სთხოვა.
"ჩვენ გვაქვს რთული პერიოდი საპარლამენტო არჩევნებისა და თქვენ გთხოვთ დახმარებას", - განაცხადა პატრიარქმა ელჩებთან შეხვედრაზე.
პატრიარქთან შეხვედრას ლატვიის, იაპონიის, ჰოლანდიის, აშშ-ის, გერმანიის და ჩეხეთის ელჩები დაესწრნენ.