ცხინვალის რეგიონში არსებული განწყობების მიხედვით, ძირითადი ბრძოლა ე.წ. სამხრეთ ოსეთში 25 მარტს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ორ ე.წ. კანდიდატს - დიმიტრი მედოევსა და ლეონიდ ტიბილოვს შორის გაიმართება.
"ეხო კავკაზმა" ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოკითხა და გაარკვია თუ რომელ კანდიდატს დაუჭერენ ისინი მხარს. ხმები და მხარდაჭერა თითქმის თანაბრად გადანაწილდა.
დიმიტრი მედოევი რუსეთის ფედერაციაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩია, ხოლო ლეონიდ ტიბილოვი ადგილობრივი ე.წ უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი.
ოპოზიციონერების უმეტესი ნაწილი ტიბილოვს ემხრობა, თუმცა მედოევსაც შეიძლება ჰქონდეს საპროტესტოდ განწყობილი ელექტორატის იმედი. აღსანიშნავია, რომ "ეხო კავკაზასთან" საუბარში პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები მხოლოდ ამ ორ კანდიდატზე საუბრობდნენ, დანარჩენი ორი კანდიდატის სტანისლავ კოჩიევისა და დავიდ სანაკოევის სახელი მათ არც კი უხსენებიათ.