სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა შავი ზღვის რეგიონის კვლევითი ცენტრის კოორდინატორს ბურკაი სელმანს შეხვდა, რომელიც აფხაზეთში იმყოფება და "რუსეთის მიერ 2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ" იქ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას სწალობს. სელმანი ამ თემასთან დაკავშირებით დისერტაციის დაწერას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით სელმანი პროექტის კოორდინატორია, რომელიც მიზნად ისახავს ენციკლოპედიის გამოშვებას ჩრდილოკავკასიელი ხალსებისა და აფხაზეთის ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის შესახებ.
"აფხაზეთს ენციკლოპედიის ერთი ტომი ეთმობა, რომელიც რუსულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა. ენციკლოპედიის პუბლიკაცია 2013 წელს იგეგმება.