"ადვოკატთა ასოციაციის" სისხლის სამართლის კომიტეტი სისხლის სამართლის პოლიტიკის 12 მიმართულების მთლიანად გადახედვას მოითხოვს.
~სისხლის სამართლის კოდექსსა~ და ~სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში~ ცვლილებების კანონპროექტის პრეზენტაცია ადვოკატებმა დღეს პარლამენტში ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის~ წევრებთან გამართეს.
ადვოკატების ინიციატივა ითვალისწინებს საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებული პრაქტიკის შეცვლას, შეკრებითობის პრინციპის ახლებურად გააზრებას, სასამართლო პროცესების საჯაროობის უზრუნველყოფას და სხვა.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონმდებლობით, ნებისმიერი საქმე საზოგადოების და მათ შორის, მედიის თანდასწრებით უნდა განიხილებოდეს, რაც სასამართლოებზე საზოგადოებას ქმედითი კონტროლის განხორციელებას უწყობს ხელს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მოსამართლესთან კომუნიკაციის სავალდებულოობა საპროცესო შეთანხმების მთელი პროცესის განმავლობაში, რაც არის რეალური წინაპირობა დასაბუთებული ბრალდებისა და კანონიერი, სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანისათვის.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრობლემა გაუმართლებლად მკაცრი და არაადექვატური სასჯელების შეფარდებას იწვევს, რაც უსამართლობის განცდას და ასევე გრძელვადიან პატიმართა რაოდენობის ზრდას იწვევს.
~ადვოკატთა ასოციაციის~ მოსაზრებით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, სასჯელთა შთანთქმის, ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების პრინციპები დამკვიდრდეს, რომელთა გამოყენების ადექვატურობას კონკრეტულ საქმეზე მოსამართლე დაადგენს.
პარლამენტისათვის წარსადგენი ცვლილებების კანონპროექტის პრეზენტაციას, კოალიცია ~ქართული ოცენების~ წარმომადგენლები თეა წულუკიანმა და მინდია უგრეხელიძეც ესწრებიან.