შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები ნინო გოგილაშვილი, ნინო აფრიამაშვილი, ინგა ჩიჩოელი, შორენა ჯავშანაშვილი, ნამაზ ნაბიევი და ფიზული აჯალოვი დააკავეს.
აღნიშნული პირები უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევით შემოტანილი აღურიცხავი და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული დიდი ოდენობით მედიკამენტების შემოტანა-ვაჭრობას ეწეოდნენ. ასევე ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 74 529 ლარის ღირებულების 16 562 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი ,,ლირიკა".
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 214-ე მუხლებით.