"ქრისტან-დემოკრატებს" ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების გამო ანდრია ურუშაძის განთავისუფლება არ უკვირთ. ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის წევრმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა
"გადაწყვეტილება დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა თუ გავითვალისწინებთ იმ პრობლემას, წარუმატენელ ნაბიჯებს, რაც საქართველოში არსებობს ჯანდაცვისა და სოცილური სფეროს მიმართულებით. აქ შეიძლება ვისაუბროთ, როგორ ჰოსპიტალურ, ასევე სადაზღვეო სფეროში არსებულ პრობლემებზე", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" გიორგი ახვლედიანმა.
ოპოზიციას ჯერჯერობით უჭირს პროგნოზების გაკეთება, რამდენად მოახერხებს ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას.
"სიმართლე გითხრათ, ჩემთვის უცნობია აქვს, თუ ჭიაბერაშვილს რაიმე კავშირი ჯანდაცვის სფეროსთან. თუმცა ყოველ შემთხვევაში, მისი ნაბიჯების შეფასება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც დავინახავთ მისი მხრიდან შემოთავაზებულ ინიციატივებს, ან გატარებულ რეფორმებს. თუმცა დიდი ილუზიები არ გვაქვს, რომ ამ მთავრობის პირობებში ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები ძირეულად შეიცვლება", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.