პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიზე სხვადასხვა პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნავს, რომ "ოპოზიციისთვის ბევრცენტრიანობა წამგებიანია"
"პოლიტიკური ცენტრი იმდენი შეიძლება შეიქმნას, რამდენი ადამიანიც არსებობს. გააჩნია მოსახლეობის დამოკიდებულებას ამ ცენტრების მიმართ. ამ ეტაპზე მოსახლეობა კონცენტრილებულია ორ წერტილზე: საკაშვილსა და ივანიშვილზე. ასე რომ, რამდენი პოლიტიკური ცენტრიც არ უნდა შეიქმნას, თუნდაც კეთილი ზრახვებით, მოსახლეობისთვის მისი არსებობა ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციაში სხვადასხვა პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბება ოპოზიციის საერთო საქმეს დააზარალებს.
,,ოპოზიციის საერთო საქმისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის ბევრცენტრიანობა და საზოგადოებისთვის თავისი შეთავაზებეის გაშლა წამგებიანია . ამიტომ ოპოზიციამ შეთანხმებულად უნდა იმუშავოს", -აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.