ბათუმში იუსტიციის სახლთან, აქცია "მე თავისუფალი მოქალაქე ვარ" გაიმართა. აქციაში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების, ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა და სტუდენტებმა მიიღეს.
აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ ადამიანებს, ვისაც კონტრილის პალატაში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა და კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა სულხან ღლონტმა განუცხადა, ხელისუფლება ცდილობს ტოტალურად დააშინოს მოქალაქეები.
"ხელისუფლებას პერმამენტულად ცდილობს ტერორის ქვეშ ამყოფოს საკუთარი მოქალაქეები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ. მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ იგი საუკთარი ქმედებით ცდილობს ღირსების შელახვას საკუთარი მოქალაქეებისათვის, რაც დარწმუნებული ვარ მასვე შეუბრუნდება ძალიან ცუდად", - განაცხადა ღლონტმა.
მისივე თქმით, კონტროლის პალატის "გამოფხიზლება", სულაც არაა კანონის უზენასეობის დაცვით ნაკარნახევი და "ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა".
"ლევან ბეჟაშვილს გადასარევად უნდა ესმოდეს თუ რას ნიშნავს იყო პოლიტიკური ინსტრუნმენტი, მით უფრო მაშინ, როდესაც იმ უწყებას ხელმძღვანელობ, რომელსაც საჯარო სამსახურების შემოწმება ევალება", - განაცხადა ღლონტმა.
ღლონტმა განმარტა, რომ არჩევანის თავისუფლება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე არჩევანის გაკეთება საარჩევნო ყუთთან.
"ხელისუფლება ცდილობს იბატონის საზოგადეობაზე, მაგრამ სულ მალე, მთელი საქართველო ერთად იტყვის, რომ არის თავისუფალი მოქალაქეების სამშობლო და რაღა დაგიმალოთ ერთი მხრივ სასიამოვნოც არის, რომ საზოგადოების გამოღვძებას საკუთარი უგუნური, ავტორიტარული ქმედებებით, ტერორით, ხელისუფლებაც მაქსიმალურად უწყობს ხელს. ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ბრძოლა არის არა ხელისუფლებისათვის, არამედ ფასეულობების დასამკვიდრებლად და ჩვენ ვართ იქ სადაც არის თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეების ადგილი", - განაცხადა ღლონტმა.
შეგახსენეთ, რომ დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში კონტროლის პალატის წარმომადგებნლებმა კოლაიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს ფინასურ საკითხებთან დაკავშირებეით ახსნა- განმარტებები ჩამოართვეს.