ლეიბორისტული პარტია საწვავზე ფასების შემცირებას ითხოვს.
შალვა ნათელაშვილის პარტიის წევრების განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 144-დან 70 დოლარამდე დაიკლო, თუმცა ეს ბენზინის ღირებულებაზე არ ასახულა.
"საქართველოში საწვავის ფასი 95 თეთრს არ უნდა აღემატებოდეს", - აცხადებენ "ლეიბორისტები".
საწვავზე ფასების შემცირების მოთხოვნით შრომის პარტიის წევრებმა და მისმა მხარდამჭერებმა დღეს ბენზინგასამართ სადგურ "ვისოლთან" აქციაც გამართეს.