ნარკოტიკული დანაშაულის ყველზე მეტი შემთხვევა 30-დან 50 წლამე ასაკის პირებზე მოდის. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მათვარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ დღეს, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტიბის სხდომაზე დეპუტატებს მიაწოდა.
მისი თქმით, „სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე და 273-ე მუხლებით ჩადენილი დანაშულის გამო მსჯავრდებული პირებში 18 წლამდე ასაკის 0.5%-ია და ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესდა, რადგან 2006 წლის მონაცემებით 1.2% იყო.
გარდა ამისა, აღნშნული მუხლებით მსჯვრდებულბის სტატისტიკა 18-დან 25 წლამდე - 15.6%, 25-დან 30 წლამდე - 19.9%, 30-დან 50 წლამდე 58.2% და 50 წლიდან ზემოთ - 5.6%.
შეგახსენებთ, რომ „სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას ითვალიწინებს, რომელიც სჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე.
273-ე მუხლის თანახმად კი, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.