"თავისუფლების ქარტია" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფლების ქარტია" წარმოადგენს ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარის გია თორთლაძის მიერ შექმნილი ორი კანონპროექტის ნაერთს და ის, როგორც ლუსტრაციის კანონს, აისე ე.წ. პატრიოტის აქტს ეხება.
გაერთიანებული კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში "თავისუფლების ქარტიის" სახელითაა წარმოდგენილი, ფინანსური ოპერაციების და საბანკო გადარიცხვების შესახებ ინფორმაციასთან, ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის ნებაყოფლობით აღრიცხვასა და რეესტრის წარმოების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.
კანონპროექტი ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დღეს იქნა მომზადებული, თუმცა პარალმენტში ოფიციალურად ბიუროს დღევანდელ, რიგგარეშე სხდომაზე დარეგისტრირდა, შესაბამისად, კანონპროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლეაბთა დაცვის კომიტეტებში დაიწყება და მხოლოდ ამის შემდეგ გავა პლენარულ სხდომაზე.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ კანონპროექტის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და გამორიცხული არ არის კენჭისყრაზე ის ჩავარდეს.