ცესკოს წევრობის 6 კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. კერძოდ პირველ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილია თამაზ შარმანაშვილი და ზურაბ ლომსაძე, მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე გიზო მჭედლიძე და ზაალ ზაალიშვიული, ხოლო მესამე ვაკანტურ ადგილზე კონსტანტინე კირვალიძე და მევლუდ კუხიანიძე.
ცესკოს წევრობის კანდიდატების ვინაობა დღეს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. ამ 6 კანდიდატინდან, რომელიც პრეზიდენტმა წარუდგინა პარლამენტს, პარლამენტი 3-15 იანვარს კენჭისყრით დაამტკიცებს.
აღსანიშნავია, რომ დღესვე პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატიც უნდა წარუდგინოს.
საარჩევნო კოდექსში ცვლილება, მხოლოდ პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების წარდგენის და ცესკოს მიერ მისი დამტკიცების ვადებს ეხება. კერძოდ კოდექსის მოქმედი რედაქციით პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები 8 იანვრამდე უნდა შერჩია, თუმცა ამ ვადამ, 12 იანვრამდე გადაიწია და შესაბამისად, გადაიწია ცესკოს ოპოზიციური წარმომადგენლების მიერ ცესკოს თავმჯდომარის დამტკიცების ვადამაც და ცვლიილების მიხედვით, ცესკოს სხდომის მოწვევა თავმჯდომარის ასარჩევად უნდა გაიმართოს არაუგვიანეს 14 იანვრისა.
შეგახსენებთ, რომ სასურველ კანდიდატს ხმა ცესკოს 6 ოპოზიციურ წევრთაგან ოთხმა მაინც უნდა მისცეს.
რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურებს, არაოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტი არჩევანს გააკეთებს ლევან თარხნიშვილზე, ზურაბ ხარატიშვილზე და ოთარ სიჭინავზე.