ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის 65-ე კმ-ზე დღეს დილით გაზის გაჟონვა დაფიქსირდა, რის გამოც რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდა.
გაზსადენის ოპერატორი - გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებს. დაზიანებული მონაკვეთი დღეს ენერგეტიკის და ბუნებრივის რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტრომა ზურაბ ჯანჯღავამ მოინახულეს.
მინისტრის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ხვალ სომხეთში გაზის ტრანზიტი აღდგება.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტრის განმარტებით კი აღნიშნული გაზსადენი ბოლო დღეებში სომხური მხარის მოთხოვნით სრული დატვირთვით მუშაობდა, რის გამოც მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნულმა მონაკვეთმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გაზმა გაჟონა.