მეცნიერების ორმა ჯგუფმა, რომელიც ორი წლის განმავლობაში თაგვებზე აკვირდებოდა ალცჰეიმერის დაავადების განვითარებს, აღმოაჩინა, რომ დაავადებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ანომალიური ცილა ვრცელდება ნეირონიდან ნეირონისკენ, ვირუსული ინფექციის მსგავსად.
ადრე ამცჰეიმერის დაავადებასთან ასოცირებული ცილის თავის ტვინში გავრცელების გზაზე არაფერი იცოდნენ.
ალცჰეიმერის დაავადება - თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. დაავადება იწვევს ადამიანის თავის ტვინში, ნერვულ უჯრედებს შორის ქიმიური ნივთიერებებით ინფორმაციის გადაცემის დარღვევასა და ნეირონების კვდომას. ის აზიანებს ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას, ემოციებს. ხასიათდება: კლინიკურად: - პროგრესირებადი დემენციით, პათომორფოლოგიურად - ნერვული უჯრედების რაოდენობის შემცირებით, ქერქის სხვადასხვა ნაწილებში სენილური ბალთებისა და ნეიროფიბრილარული გორგლების ფორმირებით. დაავადების საწყისი სიმპტომი ხშირად მეხსიერების დარღვევაა; თანდათანობით ვითარდება საფეთქელ - თხემის, შემდეგ კი ქერქის სხვა ნაწილების სულ უფრო ღრმა დისფუნქცია, რაც ვლინდება მეტყველების დარღვევით, პიროვნების ცვლილებებით რაც საბოლოოდ უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ქცევაზე. მისი სიმპტომები გამოიხატება სიტყვების მოძებნისა და სხვა ადამიანების მეტყველების გაგების გაძნელებაში. გუნება-განწყობილებისა და პიროვნული თვისებების ცვლილებებში. მხოლოდ აშშ-ში 1,5 მილიონ ადამიანს აღენიშნება ალცჰeიმერის დაავადება. აშშ-ში ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები 1,3 მილიონი ადამიანიდან 30%-ს აქვს ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზი.
ბიოქიმიური გამოკვლევების შედეგად აღმოჩენილია, რომ ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინში იმატებს აცეტილტრანსფერაზას შემცველობა, რომელიც წარმოადგენს აცეტილქოლინის წარმოქმნისათვის აუცილებელ ფერმენტს. აცეტილქოლინი მიეკუთვნება ნეირომედიატორს - ნივთიერებას, რომელიც ამგზნებ ნერვულ იმპულსებს გადასცემს ერთი უჯრედიდან მეორეს და მონაწილეობს მეხსიერების პროცესებში.
ალცჰეიმერის დაავადება იწვევს ტვინის სხვადასხვა ფუნქციის გაქრობას. ავადმყოფს ავიწყდება ასაკი, მისამართი, მიმდინარე მოვლენები. იკარგება ყველაზე ახლობელი ადამიანების ცნობის, აზროვნების, ურთიერთობის უნარი და მას მუდმივი მეთვალყურეობა ესჭიოება. დაავადება თავს მოხუცებულობის ასაკში იჩენს თავს (სადღეისოდ ალცჰეიმერის ათვლის წერტილი 55 წელია, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც)