ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტზე გადასახადი დაწესდა. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური აწერს.
დღემდე არსებული რეგულაციით, შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისათვის 1 ტონაზე გადასახადი 160 ლარი იყო, ასევე შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის ტონაზე 40 ლარი.
მათავრობის ახალი დადგენილებით, კი აღნიშნულს ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტიც მიემატა, რომლის გადასახადი ტონაზე 50 ლარი იქნება.
შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ადმინისტრირებას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს.