მთავრობამ სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) საერთაშორისო ბირჟაზე გატანა(IPO) დროებით გადაიფიქრა. როგორც სსე-ს ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე განმარტავს, არსებული გეგმის მიხედვით, სსე-ს IPO დროებით სქემიდან ამოვარდა. მისივე განმარტებით, კომპანიის IPO მისი სრული რეაბილიტაციის შემდეგ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მთავრობამ გააჟღერა ინფორმაცია, რომ 2012 წლიდან სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს რკინიგზისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის IPO მოხდებოდა. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განმარტებით, საერთაშორისო ბირჟებზე სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების მაქსიმუმ 49 პროცენტის განთავსება იქნება შესაძლებელი, თუმცა ამ ეტაპზე საუბარია ბირჟებზე აქციათა მხოლოდ 20-30 პროცენტის გატანაზე.
მასალის გამოყენების პირობები