იანვარში, საქართველოს 227 ათას 6 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 41%-ით აღემატება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის იანვარში, ევროპის ქვეყნებიდან (დსთ-ს ქვეყნების გარეშე) საქართველოში 101 ათას 347 ვიზიტორი შემოვიდა (შემოსულ ვიზიტორთა 44,6%), რაც გასულ წელთან შედარებით 72%-ით მეტია. 2012 წლის იანვარში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულია 118 443 ვიზიტორი (ვიზიტორთა 52,2%), რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22%-ით მეტია.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, ამერიკიდან შემოვიდა 2 ათას 161 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 1%), რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31%-ით მეტია, აზიის ქვეყნებიდან - 4 ათას 394 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 1,9%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 72%-ით აღემატება, აფრიკიდან - 584 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 0,3%), გასული წლის მაჩვენებელს, თითქმის ხუთჯერ აღემატება, ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან - 77 ვიზიტორი (ვიზიტორთა 0,03%).
2011 წელს, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ ვიზი-ტორთა (118 ათას 443) უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის. კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 58 ათას 698 ვიზიტორი (დსთ-ს ქვეყნების ვიზიტორთა 50%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. სომხეთიდან შემოვიდა 36 ათას 856 ვიზიტორი (დსთ-ს ვიზიტორების 31%), 6%-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს.