2012 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, ქალაქ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე იუსტიციის სახლში ხვალ, 18 თებერვალს, ახალ სერვისცენტრს ხსნის, რის შედეგადაც კიდევ უფრო ააფართოვებს ბანკის სერვისცენტრების ქსელს საქართველოს მასშტაბით.
ახალ სერვისცენტრში, მომხმარებელი მარტივად და კომფორტულ გარემოში შეძლებს სტანდარტული საბანკო ოპერაციების ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე 24 საათის განმავლობაში, სადღეღამისო ცვლის რეჟიმით.
საქართველოს ბანკს, ქვეყნის მასშტაბით უკვე 151-მდე სერვისცენტრი აქვს, რომელიც განთავსებულია მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში.
ბათუმის ახალ სერვისცენტრში 5 თანამშრომელი დასაქმდა.