აჭარაში მოყვანილი ბოსტნეული უკრაინისა და სომხეთის ბაზრებზე იყიდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მწვანილის ბიზნესით აჭარაში ორი კომპანია და რამდენიმე მცირე სასათბურე მეურნეობაა დაკავებული.
სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს კომპანია "აიკონჯგუფის" მიერ წარმოებულია 500 ტონა პომიდორი. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია განხორციელდა, როგორც ადგილობრივ, ასევე უკრაინისა დას ომხეთის ბაზარზე.
რაც შეეხება კომპანია "სენს-სელექშენს", მის მიერ 2011 წელს წარმოებულია 30 ტონამდე სალათის ფურცელი და 500 კილომდე "ჩერის" ჯიშის პომიდორი.