პროკურორები მზად არიან, მაიკლ ჯექსონის პირად ექიმს კონდარ მიურერს ოფიციალურად წაუყენონ ბრალი პაციენტის არაგანზრახ მკვლელობის გამო.
მიურერს გამოძიება მკურნალობის საერთოდ მიღებული პრაქტიკის მეთოდიდან გადახვევას ედავება.
გამომძიებელმა, რომელიც მომღერლის მოულოდნელ სიკვდილს იძიებდა, დაადგინა, რომ სიკვდილის მიზეზი მედიკამენტებით ძლიერი ინტოქსიკაცია გახდა, რაც შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მკვლელობა.
პრეპარატი "პროპოფოლი" ჯექსონს სამედიცინო აუცილებლობის გარეშე შეუყვანეს, უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში სპეციალური სარეანიმაციო მოწყობილობა ექსტრემალური დახმარებისთვის მომღერლის სახლში დამონტაჟებული არ ყოფილა.
თავისმხრივ, მიურეი ირწმუნება, რომ ჯექსონს პრეპარატი იმის გამო შეუყვანა, რომ მომღერალი ძილს ვერ ახერხებდა. მისივე თქმით, ჯექსონის გული მაშინ გაჩერდა, როდესაც იგი რამდენიმე ხნით მასთან არ იმყოფებოდა.
გამოძიებას გააჩნია მტკიცებულება, რომ ექიმი მუსიკოსის გარდაცვალების შემდგომ 47 წუთის განმავლობაში ტელეფონით ესაუბრებოდა სამ პირს, რომნელთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა. იგი სამ სექტემბერს ლოს-ანჟელეში დაკრძალეს.