"გაზპრომმა" გაზი გააძვირა. მიმდინარე წელს ევროპას 415 დოლარად, ხოლო ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებს 320 დოლარად მიაწვდის. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, 2012 წელს „გაზპრომი" ევროპაში 154 მლნ. კუბ/მ ბუნებრივი აირის ექსპორტს გეგმავს, რომლის საშუალო ღირებულებაც 1000 კუბ/მ-ზე 415 დოლარი იქნება.
ხოლო ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებს „გაზპრომი" გაზს საშუალოდ 320 დოლარად მიაწვდის.
„ამ გზით კომპანიის შემოსავლები, მხოლოდ ევროპიდან, 64 მლრდ. დოლარს გადააჭარბებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს „გაზპრომმა" ევროკავშირის ქვეყნებს 150 მლნ. კუბ/მ აირი მიაწოდა, რომლის საშუალო ფასიც 384 დოლარი იყო, საიდანაც კომპანიის შემოსავალმა 57,6 მლრდ. შეადგინა.