დღეს, 8 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 343-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 24 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.480 პროცენტით, მაქსიმალური 7.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.587 პროცენტით განისაზღვრა.