დღეს, 8 თებერვალს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N6, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა ერთ კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.57%, მაქსიმალური 6.67%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.62%-ით განისაზღვრა.