იტალიაში ქალაქ როზარნოში აფრიკელ მიგრანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 66 ადამიანი, მათ შორის 30 მიგრანტი, 17 ადგილობრივი მოსახლე და 19 პოლიციელი დაშავდა.
აფრიკელი ემიგრანტები ადგილობრივ მოსახლეობას დისკრიმინაციაში და "სტუმრების მიმართ აღმაშფოთებელ საქციელში" ადანაშაულებენ, რამაც მათსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მწვავე დაპირისპირება გამოიწვია.
მიგრანტებს შორის არიან დაჭრილები, თუმცა დაშავებულთა უმრავლესობა ამ დროისათვის საავადმყოფოდან გაწერილია. იტალიის სამხრეთში, კალაბრიას ოლქში ათასობით აფრიკელი ემიგრანტი ცხოვრობს, რომლებიც ძირითადად სეზონურად, პლანტაციებში არუიან დასაქმებულნი. უმეტესობა მათგანი მიტოვებულ ფაბრიკებსა და სხვა შენობებში, უმძიმეს ანტისანიტარიაში, სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს.
ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, აფრიკელები ადგილობრივი მაფიისგან უმძიმეს ექსპლოატაციას განიცდიან.