საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენის მთავარ მოედანზე უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მომხდარი აფეთქება დემოკრატიაზე თავდასხმად შეაფასა.
აფეთქებამდე 15 წუთით ადრე უცნობმა პირმა პოლიციას მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ შეატყობინა, რამაც საბერძნეთის სამართალდამცავებს შესაძლებლობა მისცა, დაეცალა მოედანი და საპატიო ყარაულიდან მოეხსნა საპრეზიდენტო გვარდიელოები.
ინცინდენტის შეგედად არავინ დაშავებულა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის იორგოს პაპანდრეუს განცხადებით, დემოკრატიის შეშინება შეუძლებელია.
"თავხედები, რომლებმაც ბომბი დადეს, დაკავებულები იქნებიან ვიღაცას უნდა ჩვენ შეგვაშინოს და პანიკა დათესოს ჩვენ არ გვეშინია და არტც პანიკაში ვვარდებით", _ განაცხადა მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა მიხალის ხრისოხინდისმა.
ამჟამად ათენის მთავარი მოედანი და მიმდებარე ქუჩები დაკეტილია. ადგილზე საბერძნეთის ანტიტერორისტული განყოფილების თანამშრომლები მუშაობენ.