„საქართველოს ბანკი" ბაზარზე ახალ საკრედიტო ბარათს - American Express Busines-ს გამოიტანს.
ბანკის ინფორმაციით, ხვალ, 7 თებერვალს, 12:00 საათზე, გაგარინის 29ა-ში, საქართველოს ბანკის ახალ სათაო ოფისში (შესასვლელი სანაპიროდან) გაიმართება საქართველოს ბანკის პრესკონფერენცია, ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, ახალ American Express Busines-ს საკრედიტო ბარათს წარადგენს.