აშშ-ს პრეზიდერნტმა ბარაკ ობამამ დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სენატორ გარი რიდის მიერ მის მიმართ გამოთქმული რასისტული განცხადებების გამო ბოდიში მიიღო.
რიდის გამონათქვამები გამოქვეყნებულია ჟურნალისტების, მარკ გალპერინის და ჯონ ჰაილემანის წიგნში, რომელიც გაყიდვაში 12 იანვარს გამოვიდა.
რიდი 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ ამერიკელები მხარს დაუჭერენ აფროამერიკელ კანდიდატს, განსაკუთრებით "ნათელკანიანს", ისეთს, როგორიც ობამაა და რომელიც საუბრობს "არაზანგური აქცენტით, თუ ეს მას არ სჭირდება".
"დღეს მე დამირეკა გარი რიდმა და ბოდიში მომიხადა უადგილო გამონათქვამების გამო, რაზედაც მედია იტყობინებოდა. მე ყოველგვარი კითხვების გარეშე ვიღებ გარის ბოდიშს, რადგან მას მრავალი წელია ვიცნობ. რაც შემეხება მე, საკითხი დახურულია", _ ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
უფრო ადრე რიდმა ბოდიში მოიხადა ამერიკელი ხალხის და პირველ რიგში აფროამერიკელების შესახებ თავისი გამონათქვამების გამო. მან ასევე განაცხადა, რომ იგი იყო საპრეზიდენტო არჩევნებისას ობამას აქტიური მხარდამჭერი.
მიმდინარე წელს ნევადას შტატის სენატოს არჩევნებში მოუწევს შეამოწმოს უჭერს თუ არა მას კვლავ მხარს მოსახლეობა.