საქართველოში მობილური ტელეფონების იმპორტი 28 %-ით გაიზარდა.
„საქსტატის" ინფორმაციით, 2011 წელს მობილური ტელეფონების იმპორტი 2010 წელთან შედარებით 28 პროცენტით გაიზარდა და 1.6 მლნ ცალი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნულ უწყებაში აცხადებენ, რომ ეს მაჩვენებლი 363 ათასით მეტია წინა წელს იმპორტირებული მობილური ტელეფონების რაოდენობაზე.