აჭარის მთავრობა იახტის გაყიდვას უკვე მესამედ ცდილობს და მცურავ ტრანსპორტს 70 %-იანი ფასდაკლებით ყიდის. იახტა, საათი (იახტის), გლობუსი, კომპასი, ანტენა როდანი, ერთ ლოტად ელექტრონულ აუქციონზე უკვე მესამედ გამოდის, რადგანაც ორ აუქციონზე, მცურავ საშუალებას ყიდვის მსურველი არ გამოუჩნდა.
იახტის საწყისი ღირებულება ამჯერად 3 ათასი ლარია და მის გასხვისებას აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო 8 თებერვლისთვის დაგეგმილ აუქციონზე ვარაუდობს. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 19 დეკემბრისათვის დაგეგმილ აუქციონზე იახტის საწყისი ღირებულება 10 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო 16 დეკემბრისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იახტის საწყისი ღირებულება 7 ათას ლარს შეადგენდა.