აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე სტამბოლში სასტუმრო ბიზნესისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, რომელშიც მსოფლიო ბრენდები მონაწილეობენ.
როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს“ აჭარის მთავრობის პრესამსახურიდან აცნობეს, 8 თებერვალს ლევან ვარსალომიძე საქართველო–თურქეთის ბიზნეს ურთიერთობების 50–წევრიან საბჭოს შეხვდება. თავმჯდომარე საბჭოს აჭარაში არსებული ბიზნესგარემოს, მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილი პროექტებს გააცნობს. საუბარი შეეხება თურქეთის რეგიონებისა და აჭარის კულტურულ–ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.
მასალის გამოყენების პირობები