დაღესტანის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს თნამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად არაფორმალური სამხედრო ფორმირების მონაწილე სამი ეჭვმიტანილის ლიკვიდაცია მოახდნა.
სამმართველოს ინფორმაციით, გასულ საღამოს მახაჭყალა-ხასავიურტის ავტომაგისტრალზე მათ არ დაემორჩილა "ოკას" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ. ავტომანქანიდან ძალოვნების მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა. საპასუხო ცეცხლის შედეგად ავტომანქანა აფეთქდა.
"მოკლულია მახაჭყალის დივერსიული ტერორისტული ჯგუფის სამი წევრი. მათ მანქანაში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ეჭვმიტანილებს ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდათ", _ განაცხდეს სამმართველოს პრეს-სამსახურში.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამოცნობილია ერთ-ერთი გარდაცვლილი, რომელიც მახაჭყალისა და შანხალის დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის ლიდერი მადრიდ ბეგოვია.
"ბეგოვი გასულ წელს მონაწილეობდა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს თანამშრომლის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაში", _ იტყობინება რუსული მედია.