ხვალ, 11 იანვარს, მუხროვანის სამხედრო ამბოხში ბრალდებულების განაჩენი გამოცხადდება.
განაჩენს 21 პატიმარს გამოუტანენ. განსასჯელთაგან პროკურატურა კობა ოთანაძის მიმართ 30-წლიან პატიმრობას ითხოვს, ლევან ამირიძის მიმართ 29-წლიანს, კობა კობალაძის მიმართ კი 13,5-წლიანს. დანარჩენი განსასჯელების მიმართ _ 4-იდან 20-წლამდე.
განაჩენი 8 იანვარს უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მხოლოდ ოთხი განსასჯელის საბოლოო სიტყვა მოისმინა.
საბოლოო სიტყვაში განსასჯელებმა: ლევან ამირიძემ, ზურაბ ბზიშვილმა, კახა კობაიძემ და გიორგი ჩალათაშვილმა დანაშაული არ აღიარეს.
მუხროვანის ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა.