ევროზონის ქვეყნებში ბოლო 11 წლის განმავლობაში უმუშევრობამ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. ევროს მომხმარებელ 16 ძირითად ეკონომიკებს შორის ეს მაჩვენებელი 10 %-ს აღემატება. ბოლოს ევროკავშირის ქვეყენბმა ასეთი ნეგატიური დინამიკა შრომის ბაზარზე 1998 წელს დააფიქსირეს, როდესაც ახალი სავალუტო ზონის ფორმირება მოხდა.
"ევროსტატის" მონაცემებით, ვითარება ოქტომბერში უმიშვნელოდ გაუმჯობესდა და უმუშევრობა მხოლოდ 0,1 %-ით გაიზარდა. იმავდროულად ექსპერტები შრომის ბაზრის გეოგრაფიულ დივერსიფიკაციასზეც ალაპარაკკდნენ.
თუ ესპანეთში უმუშევრობა 20 %-ს აღწევს ნიდერლანდებში ეს მაჩვენებელი კვლავაც 3,9 %-ია. ანალიტიკოსების განმარტებით არსებული ვითარება მხოლოდ გააღრმავებს სახელმწიფოთასორის რღვევას და დამატებით შესაძლებლობებს მისცემს ევრო ზონის ზოგოერთ სახელმწიფოს.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ნოემბერში როდესაც ევროზონაში წარმოების ვარდნის პიკი იყო, უმუშევრობამ 8 % შეადგინა. კრიზისის დადგომის დროიდან სამუშაო ადგილი 22,9 მილიონმა ევროპელმა დაკარგა მათ შორის 15,7 მილიონი ევროზონის სახელმწიფოებშო ცხოვრობს