ჩეჩნეთში რუსეთის შინაგანი ჯარების ლეიტენანტმა მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ ავტომატით თავი მოიკლა. იგი ჩეჩნეთში გასული წლის ბოლოდან მსახურობდა. "ახალგაზრდა ოფიცერი მეუღლეს ტელეფონით ესაუბრა, რის შემდეგაც ავტომატით თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე მოსულმა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს",_ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, ოფიცრის მეუღლე ამავე სამხედრო ნაწილში გადამწერად მსახურობდა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.