იანვარში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 196 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.4% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.6% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.959 დონეზე დაფიქსირდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იანვარში 2011 წლის იმავე თვესთან (3 897 ბიზნეს სუბიექტი) შედარებით აშკარა ზრდა (7.7%-ით), ხოლო წინა თვესთან შედარებით კლება დაფიქსირდა (22.7%-ით). მსგავსი კლება უჩვეულო არაა სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით: ბიზნესის რეგისტრაციის ასპექტით იანვარი მინიმალური აქტიურობით გამოირჩევა.