საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური კრებული "საქართველოს ეროვნული ანგარიშები 2010" მოამზადა. პუბლიკაცია მოიცავს 2004-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკის ამსახველ მაჩვენებლებს.
კრებულში განზოგადებული მაჩვენებლების სახით ასევე წარმოდგენილია მთლიანი დამატებული ღირებულება რეგიონების მიხედვით, ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემა, სახელ¬მწიფო ფინანსები, დაუკვირვებადი ეკონომიკა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.
კრებული მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სახელისუფლებო ორგანოებს, მეც¬ნიერ-მკვლევარებს, სასწავლო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ნებისმიერ მომხმარებელს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციებით, ეკონომიკური პოლიტი¬კის შემუ¬შა¬ვებითა და პროგნოზირების საკითხებით.