საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობა საქართველოში დამატებითი ინვესტიციების შემოდინების წინაპირობაა. კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა ინვესტიციებს იმ სექტორებში გაზრდის, საიდანაც აშშ-ში ექსპორტი ხორციელდება.
„აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რამაც შესაძლოა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყოს. აშშ ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოსთვის უკვე გადაიქცა მთავარ სავაჭრო პარტნიორად. 2010 წელს დაახლოებით 180 მლნ. დოლარის ექსპორტი იყო განხორციელებული და ეს გახლავთ ყველაზე უფრო სტაბილური, მაღალი გადახდის უნარიანი საექსპორტო ბაზარი მსოფლიოში. ბუნებრივია ეს ხელს შეუწყობს ექსპორტის განვითარებას, წაახალისებს ინვესტიციებს იმ სექტორებში, საიდანაც ექსპორტის წარმოება შეიძლება. გარდა ამისა ნებისმერი კერძო ინვესტორისთვის აშშ-ს პირველი პირის მიერ გაკეთებული განცხადება არის ყველაზე უფრო დიდი რწმენა ინვესტორებისთვის და შესაბამისად ისინი უფრო კარგად განახორციელებენ ინვესტიციებს"- განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.