ნიკა გელაშვილის გერმანულ "ბოხუმში" გადავიდა. ბოლო წლებში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა 2015 წლამდე გააფორმა ახალ კლუბთან კონტრაქტი და 9-ნომრიანი მაისურაც მიიღო.
"ბოხუმის" საიტს კლუბის სპორტულმა დირექტორმა, იენს ტოდტმა. განუცხადა, რომ ისინი გელაშვილს დიდი ხნის განმავლობასი აკვირდებოდნენ და კმაყოფილი იყვნენ მისი თამაშით, როგორც საქართველოს ჩემპიონატში ისე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ოფიციალური წარდგენისა და მაისურის გადაცემის შემდეგ, კომენტარი გელაშვილმაც გააკეთა: "აქ გადმოსვლით მოხარული ვარ. გერმანიაში თამაში საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ თავი გამოვიჩინო. კარგია, რომ "ბოხუმს" ამბიციური მიზნები აქვს და მეც მივიღებ ამაში მონაწილეობას". "ბოხუმი" მე-2 ბუნდესლიგაში მე-9 ადგილზეა, თუმცა, ტრადიციული კლუბია და ხშირად უთამაშია ბუნდესლიგაში.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გელაშვილი "ზესტაფონში" თმაშობდა და 108 მატჩში 64 გოლი გაიტანა.