ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ირაკლი ფორჩხიძის განცხადებით, 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა.
"უკვა ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა. ამას ადასტურებს ყველა ის საერთაშორისო დამკვირვებელი, რომლებიც არჩევნებზე იქნენ მოწვეულნი და აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება", _
განაცხადა ირაკლი ფორჩხიძემ.