დღეს, 12:00 საათზე "ავერსის" კლინიკაში ხელი მოეწერება დახმარების მემორანდუმის გაგრძელებას საქველმოქმედო ფონდ ,,ავერსსა~ და ოლიმპიურ კომიტეტს შორის.
ფარმაცევტული კომპანიის ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდი ,,ავერსი" ანახლებს მემორანდუმს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან. მემორანდუმის თანახმად საქველმოქმედო ფონდმა ,,ავერსმა" აიღო ვალდებულება, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს გაეწიოს უფასო სამედიცინო მომსახურება ავერსის კლინიკაში და აგრეთვე გადაეცეთ უფასოდ მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტი.
პირველად მემორანდუმი გაფორმდა 2009 წელს 19 თებერვალს. დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა ისარგებლეს 311 770 ლარის სამედიცინო მომსახურებით, აგრეთვე მათ გადაეცათ 140 820 ლარის ღირებულების მედიკამენტები.
მემორანდუმის თანახმად სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია ,,ავერსის~ პრიორიტეტი იქნება.
ქართველ ოლიმპიელებს საჭიროების შემთხვევაში კომპანია "ავერსი" უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ამასთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" შორის შეთანხმება გაფორმდება. ხელმოწერის ცერემონია "ავერსის" კლინიკაში გაიმართება. თანამშრომლობისა და სპონსორობის შესახებ ხელშეკრულებას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე მოაწერენ ხელს.