ქართული მხარე მოლაპარაკებებს ლიბანკის უდიდეს ბანკ Bank Audi-სა და კონცერნ M1 Group-თან აწარმოებს. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, პალატის პრეზიდენტი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს ლიბანის რესპუბლიკის დედაქალაქში მართავს. კახა ბაინდურაშვილის ლიბანში ვიზიტის მიზანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, სავაჭრო ბრუნვის ზრდა და კერძო სეტორებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაა. ლიბანური მხარის ინტერესის სფეროში შედის ენერგეტიკა, საბანკო სექტორი, მომსახურების სფერო და ა.შ..
ბეირუთში დაგეგმილი შეხვედრების დროს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ისაუბრებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ქვეყანაში არსებულ ბიზნესკლიმატზე, გატარებულ ეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ რეფორმებზე, საქართველოს მიერ სარეიტინგო მაჩვენებლების გაუმჯობესების ტენდენციაზე.
ბაინდურაშვილი ბეირუთში ხვდება ლიბანკის უდიდესი ბანკის - Bank Audi-ის თავმჯდომარეს, რეიმონ აუდის. დაგეგმილია მოლაპარაკებები პარლამენტის სპიკერის წარმომადგენელთანაც. 25 იანვარს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი შეხვდება კონცერნ M1 Group-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯო ისსა-ელ-ხურის. აღსანიშნავია, რომ კომპანია ლიბანის პრემიერის ნაჯიბ მიკატის კომპანიაა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კახა ბაინურაშვილის შეხვედრები ლიბანისა და არაბული ქვეყნების სავაჭრო პალატებთან, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრებთან.
სავაჭრო-სამრწეველო პალატის პრეზიდენტთან ერთად, ლიბანში იმყოფება პალატის ვიცე-პრეზიდენტი "რაკია საქართველოს" გენერალური მდივანი რონი სააბი.