2011 წელს მსოფლიოში ტურისტული ნაკადი 4,4 %-ით, 980 მლნ. ადამიანამდე გაიზარდა, ამის შესახებ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ექსპერტების ინფორმაციით, 2012 წელს ზრდა 3-4 % იქნება. 2030 წლისთვის კი მსოფლიოში 1,8 მლრდ. ტურისტს მოელიან.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2011 წელს მსოფლიო ტურისტული ნაკადიდან 50 % ევროპაზე მოდის. 2011 წელს ტურისტული ნაკადი გაიზარდა მსოფლიოს ყველა მიმართულებით, გარდა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკისა.