რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ორი საარჩევნო უბანი, მოსკოვის დროით დილის 08.00 საათზე, ყველა წესის დაცვით გაიხსნა. ორივე საარჩევნო უბანი მოსკოვში საქართველოს სალჩოს შენობაშია განთავსებული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს პრეს-ატაშემ, ვახტანგ ტატუნაშვილმა განუმარტა, საარჩევნო უბნებზე მშვიდი ვითარებაა, კომისიები მათთვის დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ.
ტატუნაშვილის განმარტებით, საარჩევნო უბნბზე ამომრჩეველთა აქტოვობას მოსკოვის დროით 12 საათის შემდეგ ელიან.