აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის, 1,2 ტრილიონი დიოლარით, 16,394 ტრილიონ. დოლარამდე აწევა სთხოვა.
"ამით ვადასტურებ, რომ ვალის ლიმიტის მიღწევამდე, დარჩა 100 მილიარდი, რისი სესხება არის საჭირო დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად", - ნათქვამია დოკუმენტში.
პროცედურების მიხედვით, თუ კი კონგრესი 15 დღის განმავლობაში ვეტოს არ დაადებს აღნიშნულ თხოვნას, მაშინ პრეზიდენტის ბრძანება ავტომატურად ამოქმედდება. თუმცაღა თუ კი კონგრესი ობამას მოთხოვნას ვეტოს დადებს,, პრეზიდენს უფლება აქვს აღნიშნული გადაწყვეტილება მაინც აამოქმედოს.