მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად ინდოეთი დასახელდა. აღნიშნული ტიტული ქვეყანამ დოჰაში გამართულ უმაღლეს ტურისტულ დაჯილდოება World Travel Awards-ზე მიიღო, რომელსაც ტურისტულ "ოსკარსაც" კი უწოდებენ.
World Travel Awards-ზე უამრავი ტურისტული ჯილდო გაიცემა, მათ შორის წლის საუკეთესო ავიაკომანია. 2011 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად მსოფლიოში უკვე მესამედ Etihad Airways დასახელდა, ხოლო Virgin Atlantic Airways გახდა საუკეთესო ავიაგადამზიდავი, რომელსაც ყველაზე კარგად აქვს განვითარებული ბორტზე პროგრამული გართობები.
მსოფლიოს ნომერ პირველ აეროპორტად ისევ სინგაპურის აეროპორტი დასახელდა, ხოლო 2011 წლის საუკეთესო ავიაგაერთიანება კი Oneworld გახდა.
მსოფლიოში საუკეთესო სასტუმრო კვლავინდებურად, დუბაიში მდებარე
Burj Al Arab გახდა.
Grosvenor House Dubai-მ კი გაიმარჯვა ნომინაციაში - საუკეთესო ბიზნეს სასტუმრო. საუკეთესო სასტუმრო ბრენდად კი InterContinental Hotels & Resorts იქნა მიჩნეული. World Travel Awards-ზე ახალდაქორწინებულთათვის ნომერ პირველ მიმართულებად იამაკა იქნა მიჩნეული.
დაჯილდოებაზე მსოფლიო დონის ნომერ პირველ კურორტად იტალიური Forte Village Resort-სი იქნა აღიარებული, ხოლო სამთო კურორტად კი შვეიცარიული Gstaad Palace.