ჰოლანდიის თასის განმეორებით მატჩზე, სადაც ერთმანეთს ამსტერდამის "აიაქსი" და "ალკმაარი" დაუპირსპირდებიან, მხოლოდ 13 წლამდე ბავშვები დაიშვებიან.
წინა მერვედფინალურ მატჩში, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართა, მოხდა ინციდენტი, რის შედეგადაც მატჩი გადაიდო. აღნიშნულ შეხვედრაში გულშემატკივარი მინდორზე შეიჭრა და ალკმაარის მეკარისკენ გაიქცა, რომელმაც სასტიკად სცემა ის და მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო.
თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ გუნდებს უგულშემატკივრებოდ მოუწევდათ მატჩის გამართვა, მაგრამ "აიაქსის" ხელმძღვანელობამ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა, ბავშვები და ქალები დაეშვათ მინდორზე. შედეგად, მხოლოდ 13 წლამდე მოზარდები შეძლებენ მატჩზე დასწრებას.
ამსტერდამის საშუალო სკოლებისთვის ბილეთები უფასო იქნება.