მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულისთვის სერიოზულად აპირებს შეტევის გაძლიერებას. ბავარიელების მთავარი სამიზნეები მანჩესტერელი დიმიტარ ბერბატოვი და "ბაზელის" ფეხბურთელი შერდან შარიკი არიან.
ბულგარელს "ეშმაკებთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და კლუბის ხელმძღვანელობასაც არ აქვს გადაწყვეტილი, გაუფორმებს თუ არა ფებურთელს კონტრაქტს. ბერბატოვის დაბრუნება "ლევერკუზენსაც" სურს, მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით.
რაც შეეხება "ბაზელის" ფეხბურთელ შარიკს, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მისი გადასვლა გერმანულ კლუბში თითქმის გადაწყვეტილიამ რადგან ზაფხულში ისიც თავისუფალი აგენტი ხდება და სავარაუდოდ შვეიცარიელი გერმანულ კლუბს აირჩევს.